მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ქ. ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა მემორანდუმი. ქართული მრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ, ხოლო გერმანული მხირდან ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა ბარბარა შნაიდერ-კემფმა.მემორანდუმი მიზნად ისახავს ბიბლიოთეკებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო თვალსაზრისით თანამშრომლობას, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო შეხვედრების გამართვას, ბიბლიოგრაფიის დარგში ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაზიარებას.ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვბნელობას ანიჭებს გერმანიაში სხვადასხვა პერიოდში ემიგრირებულ ქართველთა არქივების მოძიებას და დამუშავებას, გერმანიაში არსებული ქართული არქივების კვლევას.