მიმდინარე წლის 3 დეკემბერს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ საელჩოში უმასპინძლა გერმანიაში მოღვაწე გამოჩენილ ქართველ ავტორს ნინო ხარატიშვილს.

ლევან იზორია: „ მოხარული ვარ, რომ მხვდა წილად პატივი გამეცნო ქალბატონი ნინო ხარატიშვილი, პიროვნება, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს გერმანიაში. მახარებს ის ფაქტი, რომ გერმანელ პოლიტიკოსებთან შეხვედრების დროს, ნინო ხარატიშვილის შემოქმედება არის ხშირად განხილვის თემა. მისი შემოქმედებით, ჩვენი ქვეყანა უფრო მიმზიდველი და ცნობადი გახდა გერმანელი მკითხველისთვის. მინდა გულითადი მადლობა მოვახსენო ქალბატონ ნინოს პატრიოტული საქმიანობისთვის!”