მიმდინარე წლის 8 დეკემბერს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა ფრიდრიხ მერცთან, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის (CDU) თავმჯდომარეობისა და 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიების CDU/CSU ფედერალური კანცლერობის კანდიდატია.შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში არსებული გლობალური პანდემიით გამოწვეული ვითარების შესახებ და ხაზი გაუსვეს საერთო ძალისხმევის აუცილებლობას მასთან გამკლავების მიზნით. ელჩმა აღნიშნა გერმანიისა და ევროკავშირის მიერ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარება.შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები.მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველო-გერმანიას შორის ტრადიციულად კარგ ორმხრივ ურთიერთობებს და დააფიქსირეს ამ ურთიერთობების მომავალში გაღრმავების სურვილი.