გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 ოქტომბრის 00.00 საათიდან ძალაში შედის საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შემოსვლასთან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვები.

აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი ბინადრობის უფლება, ასევე ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ლიხტენშტაინის, შვეიცარიის, ნორვეგიის და ისლანდიის მოქალაქეთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, არასრულწლოვანი და დაუქორწინებელი შვილი, არასრულწლოვან პირთა მშობელი).

აღნიშნული შეზღუდვების შესაბამისად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოდან შემოსვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, შემდეგი პირებისთვის:

  • ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი,
  • გერმანიაში დასაქმებული პირები და მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელთა დასაქმება ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია,
  • მეზღვაურები  გემზე ასასვლელად დანიშნულების ნავსადგურამდე ტრანზიტით მგზავრობის შემთხვევაში,
  • სასაქონლო გადაზიდვების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების პერსონალი,
  • სასოფლო სამეურნეო სფეროში სეზონურად დასაქმებული პირები,
  • სტუდენტები ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების მიმღებნი, რომელთა სწავლება უცხოეთიდან სრულყოფილად არ არის შესაძლებელი, კერძოდ, სასწავლო მიზნით შემოსვლა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი სრულდება შემდეგი წინაპირობები:

სახეზეა სასწავლო მიზნით გაცემული ვიზა (მათ შორის ძირითად სასწავლო პროგრამასთან ინტეგრირებული ენის კურსის ჩათვლით), წარდგენილ იქნება საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალო  ჩართულობა), ასევე შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა ენის კურსზე დასწრების მიზნით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოსვლის მომენტში პირი შეძლებს დაადასტუროს, რომ შესაბამის სფეროში განათლების მიღების წინაპირობას კონკრეტული ენის კურსის წარმატებით გავლა წარმოადგენს (ამ შემთხვევაში დაუშვებელია შუალედურ პერიოდში სამშობლოში დაბრუნება და ძირითად საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის მიზნით გერმანიაში ხელმეორე შემოსვლა). ანალოგიურად შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღიარების მიზნით. ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალო  ჩართულობა). გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყების ისევე, როგორც ცალკეული სასწავლო სემესტრების გავლის მიზნით. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა უმაღლესი განათლების მიღების მიზნით შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სრულფასოვანი გავლა უცხოეთიდან ვერ იქნება უზრუნველყოფილი.

გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა სკოლა-ინტერნატებში სწავლის მიზნით. აღნიშნული მოიცავს წინასწარ ენის კურსში მონაწილეობას, თუკი ხსენებული ენის კურსის დაწყების მომენტში სახეზეა სკოლა-ინტერნატში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ქვეყანაში ყოფნის დაგეგმილი პერიოდი არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები.

  • ოჯახის გაერთიანების მიზნით მიმავალი უცხოელი ოჯახის წევრები, აგრეთვე ოჯახური სტუმრობა გამოწვეული მნიშვნელოვანი  გარემოებით,
  • პირები, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო ან ჰუმანიტარული მფარველობით,
  • პირები, რომლებიც საჭიროებენ  გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას,

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საფუძვლები შესაძლოა სახეზე იყოს, როდესაც მკურნალობა მხოლოდ გერმანიაშია შესაძლებელი, ან პაციენტის მკურნალობა სამშობლოში შეუძლებელია განხორციელდეს, ან მკურნალობა უკვე დაწყებულია, ან თუკი მკურნალობის გარეშე რეალურია საფრთხე პაციენტის ჯანმრთელობისთვის. ეს მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით უნდა დამტკიცდეს. შემოსვლისას პაციენტს შეიძლება თან ახლდეს ორ საჭირო თანმხლებ პირამდე.

  • დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალის მუშაკები, სამხედრო პერსონალი, აგრეთვე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები,
  • რეპატრიანტები,
  • ტრანზიტული მგზავრები

ტრანზიტული გავლა გერმანიაში ევროკავშირის სხვა სახელმწიფოში, შენგენის წევრ-ქვეყანაში ან დიდ ბრიტანეთში შესასვლელად დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ:

1.         არ არსებობს დანიშნულების სახელმწიფოში პირდაპირი შესვლის საშუალება,

2.         გერმანიაში, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაში გავლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს დანიშნულების სახელმწიფოში შესასვლელად საჭირო გონივრულ ვადას;

3.         პირს გააჩნია დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ნებართვა.

ტრანზიტული გავლის დროს წარმოსადგენია 1,2, და მე-3 პუნქტებში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები (სახმელეთო ან საჰაერო სამგზავრო ბილეთი დანიშნულების ქვეყანაში და სხვა).

ზემოაღნიშნული პირობებით შესაძლებელია გერმანიაში ტრანზიტული გავლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით.

დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს  ვებ-გვერდზე https://www.bmi.bund.de/SharedDocs/faqs/DE/themen/bevoelkerungsschutz/coronavirus/coronavirus-faqs.html#doc13738352bodyText3

ქვეყანაში შესვლის უფლების მიცემის თაობაზე საბოლოო  გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სასაზღვრო საკონტროლო პუნქტებზე მომუშავე, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი სახელმწიფო მოხელეების დისკრეციის სფეროს.

ტურისტული მიზნით მგზავრობა ნებადართული არ არის.

ამასთან, ვინაიდან  გერმანული მხარის მიერ 2020 წლის 7 ოქტომბრიდან საქართველო შეყვანილ იქნა ე.წ. რისკის ქვეყნების ჯგუფში, საქართველოდან გერმანიაში მიმავალმა პირებმა საზღვრის გადაკვეთისას უნდა წარადგინონ ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR -ტესტის ნეგატიური პასუხი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ https://www.bundesgesundheitsministerium.de/coronavirus-infos-reisende/faq-tests-einreisende.html

ტესტის არქონის შემთხვევაში გათვალისწინებულია 14 დღიანი თვითიზოლაციის/კარანტინი სახლის პირობებში ვალდებულება. ვინაიდან გერმანიის ფედერალურ მიწებზე კარანტინის საკითხები განსხვავებულად რეგულირდება,  მგზავრებმა ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართონ, მათი საბოლოო დანიშნულების ადგილის მიხედვით, შესაბამისი ფედერალური მიწის პასუხისმგებელ უწყებებს https://www.bundesregierung.de/breg-de/themen/coronavirus/corona-bundeslaender-1745198

გერმანიის თექვსმეტივე ფედერალური მიწის ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახურის მოძიება შესაძლებელია  შემდეგ ვებ-გვერდზე https://tools.rki.de/PLZTool/)

8 ნოემბრიდან იცვლება საკარანტინე წესები ე.წ. სარისკო რეგიონებიდან გერმანიაში შემომავალი პირებისთვის. აღნიშნული ცვლილება შეეხება როგორც საჰაერო, ისე საზღვაო და სახმელეთო საზღვრით შემომავალ პირებს.

აღსანიშნავია, რომ ეს რეგულაციები მოქმედებს იმ პირთათვის,ვისაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება აქვს. https://www.bmi.bund.de/SharedDocs/faqs/DE/themen/bevoelkerungsschutz/coronavirus/coronavirus-faqs.html#doc13738352bodyText3

კერძოდ, რისკის ქვეყნებიდან გერმანიაში შემოსულ პირები ვალდებულნი იქნებიან:

-10 დღე გადავიდნენ კარანტინში/თვითიზოლაციაში.

-გერმანიაში შემოსვლამდე ისინი ვალდებულნი არიან ვებ- გვერდის www.einreiseanmeldung.de მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია, სადაც ისინი მიუთითებენ მგზავრობის დეტალებს, საკონტაქტო ტელეფონს, რეისის ნომერს, გერმანიაში გაჩერების მისამართს და ა.შ.

-PCR ტესტის გაკეთება შესაძლებელი იქნება, როგორც წესი, მხოლოდ თვითიზოლაციის მე-5 დღიდან. პასუხს, როგორ წესი მიიღებენ 24-48 საათში და  ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, შეძლებენ თვითიზოლაციიდან გამოსვლას.

-აქამდე შესაძლებელი იყო საზღვარზე ნეგატიური 48 საათიანი კოვიდ ტესტის წარმოდგენით თვითიზოლაციის ჩანაცვლება. ახალი წესებით, ეს ჩანაცვლება აღარ იქნება შესაძლებელი.

-თვითიზოლაციის წესები და გამონაკლისები, მაგ. ტრანზიტული გავლა, ვიზიტი 72 საათამდე, ოფიციალური ვიზიტები, და ა. შ. რეგულირებულია ინდივიდუალურად ცალკეულ ფედერალურ მიწებზე.

დამატებით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:

Die digitale Einreiseanmeldung startet

Wer aus einem internationalen Risikogebiet nach Deutschland einreist, muss sich ab Sonntag vor der Einreise digital anmelden: Die Web-Anwendung „Digitale Einreiseanmeldung” (DEA) geht in Betrieb und ersetzt die Aussteigekarte in Papierform. Sie kann ab dem 8. November 2020 von Nutzern digitaler Endgeräte (Desktop, Tablet, Smartphone) weltweit unter folgender Internetseite abgerufen werden: www.Einreiseanmeldung.de Nach den am 8.

ინფორმაცია ფედერალური მიწების მიხედვით: