15 დეკემბერს საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ მონაწილეობა მიიღო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკომისიისა და გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის ბიზნეასოციაციის ეგიდით გამართულ ღონისძიებაში: „Eastern Partnership Business Days“. აღნიშნული ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები, საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ კნირში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ლ. იზორიამ თავის გამოსვლაში მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის როლზე. ამასთან, ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ 2021 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი კიდევ უფრო მეტ სტიმულს მიცემს აღნიშნულ ფორმატს და საინვესტიციო და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით გააჩენს ახალ შესაძლებლობებს წევრი ქვეყნებისთვის.