გერმანული ფედერალური მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით,  2021 წლის 11 იანვრიდან ე.წ. რისკის რეგიონებიდან (2020 წლის 7 ოქტომბრიდან საქართველო შეყვანილ იქნა ე.წ. რისკის ქვეყნების ჯგუფში) გერმანიაში შემოსვლის უფლების მქონე პირებმა¹, საზღვრის გადაკვეთისას  უნდა წარადგინონ ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR -ტესტის ნეგატიური პასუხი, ან ეს ტესტი უნდა გაიკეთონ საზღვრის გადაკვეთისთანავე, ხოლო შემდეგ 10 დღე გადავიდნენ კარანტინში/თვითიზოლაციაში (ე.წ. ორი ტესტის სტრატეგია). 2021 წლის 11 იანვრამდე საზღვარზე ნეგატიური PCR ტესტის პასუხის წარდგენა აუცილებელი არ იყო.

https://www.bmi.bund.de/SharedDocs/faqs/DE/themen/bevoelkerungsschutz/coronavirus/coronavirus-faqs.html#doc13738352bodyText3)

10 დღიანი თვითიზოლაციის ვადაზე ადრე დასრულება შესაძლებელია თვითიზოლაციაში  5 დღის გასვლის შემდეგ გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში.

ამასთან, გერმანიაში შემოსვლამდე მოქალაქეები  ვალდებულნი არიან ვებ- გვერდის https://www.einreiseanmeldung.de/ მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია, სადაც ისინი მიუთითებენ მგზავრობის დეტალებს, საკონტაქტო ტელეფონს, რეისის ნომერს, გერმანიაში გაჩერების მისამართს და ა.შ.

თვითიზოლაციის წესები და გამონაკლისები, მაგ. ტრანზიტული გავლა, ვიზიტი 72 საათამდე, ოფიციალური ვიზიტები, და ა. შ. რეგულირებულია ინდივიდუალურად ცალკეულ ფედერალურ მიწებზე.

ინფორმაცია ფედერალური მიწების მიხედვით: