მიმდინარე წლის 3 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ ვებ-შეხვედრა გამართა ფონდის „ღირებულებების ალიანსი ბავარია“ ხელმძღვანელთან დრ. ანდრეა თაობენბიოკთან.შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამოქალაქო განათლების საკითხებზე და ამ მიმართულებით ალიანსის მუშაობის ძირითად ასპექტებსა და განხორციელებულ პროექტებზე. ქართული მხარის ინიციატივისა და დაინტერესების გათვალისწინებით, განისაზღვრა სავარაუდო თანამშრომლობის მოკლე და გრძელვადიანი პროექტები.