მიმდინარე წლის 22 მარტს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ ვებ-შეხვედრა გამართა ფონდის „ღირებულებების ალიანსი ბავარია“ ხელმძღვანელთან დრ. ანდრეა თაობენბიოკთან და „ბავარიული სასწავლო ბანაკების გაერთიანების“ ხელმძღვანელთან დრ. იურგენ შტამბერგერთან.შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამოქალაქო განათლების კუთხით სამომავლო თანამშრომლობის მოკლე და გრძელვადიან პროექტებზე.