22 მარტს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა გერმანიაში მოქმედი საკონსულტაციო ჯგუფის “German Economic Team” საქართველოზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელთან, რიკარდო ჯიუჩისთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ეკონომიკური მიმართულებით მხარეთა შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა საელჩოსა და GET-ის ჩართულობით სხვადასხვა სახის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობაზე.