🔷

საგრანტო კონკურსი -„უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“. პროგრამა წელს, პირველად, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკორული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები. კონკურსში შემოტანილი პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე. http://e.gov.ge/YObzD

🔷

“დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამის 2021 წლის საკონკურსო შერჩევა – აღნიშნული პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. საგრანტო განაცხადების მიღება განხორციელდება 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით. http://e.gov.ge/ElNPr

🔷

საგრანტო პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2021 წლის საკონკურსო შერჩევა. 2021 წელს, „ახალგაზრდა ელჩების“ შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება მსოფლიოს 30 ქვეყანაში. პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარმოდგენის ვადაა 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით. http://e.gov.ge/BQvVe