მიმდინარე წლის 20 აპრილს გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ ონლაინ-შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან, მარია ფლაქსბარტთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ეკონომიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები. ასევე ყურადღება გამახვილდა სამომავლო ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების პერსპექტივებზე.