მიმდინარე წლის 22 აპრილს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ბუნდესთაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ბატონ ნორბერტ როტგენთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება. ელჩმა მიაწოდა კომიტეტის თავმჯდომარეს ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებული წინსვლისა და სამომავლო მიზნების შესახებ. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები. მხარეებმა ისაუბრეს ასევე რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე და გერმანიისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი მტკიცე მხარდაჭერისა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.