გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების მხარდაჭერით ჩამოყალიბებული – „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 4 მაისს, გაიმართა პირველი თამატური ონლაინ-შეხვედრა საქართველოსა და გერმანიას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი ჰანს იოაჰიმ ფუხტელი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია, საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში, ორი ქვეყნის ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელი პირები და დარგობრივი ეკონომიკური ინსტიტუტების წარმომადგენლები.ვებინარზე, რომელშიც წარმოდგენილი იყო 100 – მდე მონაწილე, გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს სოფლის მეურნეობის სფეროში ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობასა და აქცენტი გააკეთეს გერმანულ ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.ამასთან, გაიმართა პრეზენტაცია „იმერეთის აგროზონის“ პროექტთან დაკავშირებით.„ქართულ-გერმანული“ ბიზნესდიალოგის ფარგლებში მომდევნო ონლაინ-კონფერენცია დაგეგმილია 10 მაისს და ის მიეძღვნება ორი ქვეყანას თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ და ინვესტიციების სფეროებში.