1 ივნისს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ელჩთან ანდრეი მელნიკთან. შეხვედრისას ელჩებმა ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინის საერთო სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების, ისევე როგორც ორი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ. საუბრის თემა იყო, ასევე, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 17 მაისს კიევში ხელმოწერილი მემორანდუმი ასოცირებული ტრიოს დაფუძნების შესახებ. ამ კონტექსტში ელჩებმა განიხილეს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სამი ქვეყნის ძალისხმევის გაერთიანების გზები და გერმანიის პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებთან ერთობლივი თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.