გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აცხადებს საბუთების მიღებას საელჩოს საკონსულო სამსახურში სასაწავლო პრაქტიკის გასავლელად.

სასწავლო პრაქტიკის დაწყების თარიღი: 2021 წლის 1 ივლისი.

აუცილებელი მოთხოვნები:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტი/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, სპეციალობით – სამართალმცოდნეობა.

საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სასწავლო პრაქტიკის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტები:

ა) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მომართვა ან შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

ბ) განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ (დანართი №3);

გ) ავტობიოგრაფია;

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სასწავლო პრაქტიკის გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).

სასწავლო პრაქტიკის გავლის ვადა შეადგენს 30 კალენდარულ დღეს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 45 კალენდარული დღემდე.

სასწავლო პრაქტიკა არ არის ანაზღაურებადი.

სასაწავლო პრაქტიკის გასავლელად საბუთები მიიღება 2021 წლის 25 ივნისამდე ელექტრონულად შემდეგ მისამართზე berlin.konsulat@mfa.gov.ge

განაცხადი-პრაქტიკის-გავლა-დანართი-N3-2