18 ივნისს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან მათიას ლუტენბერგთან. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე შიდა-პოლიტიკური პროცესებისა და რეფორმების დღის წესრიგის შესახებ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული ქვეყნის მოლოდინებსა და ერთობლივ სამომავლო მიზნებთან დაკავშირებით და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებების თაობაზე, ისევე როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობისა და ევროკავშირის როლის გაძლიერების გზებზე.