1 აგვისტოდან იცვლება ქვეყნების კორონავირუსის გავრცელების მიხედვით კლასიფიკაცია: უქმდება “ჩვეულებრივი” რისკის შემცველი ქვეყნების სია და რჩება მხოლოდ ორი: კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე და ვირუსის ახალი შტამის გავრცელების ქვეყნები. სია გამოქვეყნებულია რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე: https://www.rki.de/DE/Content/InfAZ/N/Neuartiges_Coronavirus/Risikogebiete_neu.html

მგზავრობის რეგისტრაციის ვალდებულება

პირები, რომელებიც გერმანიაში მგზავრობამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის  მქონე ან იმ ქვეყნებში, სადაც  დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი, ვალდებულნი არიან ვებ-  გვერდის https://www.einreiseanmeldung.de/ მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია, სადაც ისინი მიუთითებენ მგზავრობის დეტალებს, საკონტაქტო ტელეფონს, რეისის ნომერს, გერმანიაში გაჩერების მისამართს და ა.შ.

2021 წლის 25 ივლისიდან საქართველო შედის კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში.

ინფიცირების არქონის მტკიცებულების წარდგენა

30 ივლისის განახლებული რეგულაციით,1 აგვისტოდან გერმანიაში შემოსვლისას სავალდებულო ხდება  ნეგატიური კორონა-ტესტის (PCR ტესტი, რომელიც ჩატარებულია 72 საათით ადრე ან ანტიგენ-ტესტი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებს და ჩატარებულია 48 საათით ადრე (ვირუსის ახალი შტამის გავრცელების ქვეყნებიდან მგზავრობის შემთხვევაში – 24 საათით ადრე),   ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებისა ან სრულყოფილი აცრის ჩატარების შესახებ ცნობების (შემდგომში „მტკიცებულებები“) წარდგენა. ეს ვალდებულება არ ეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს.

მოცემული რეგულაცია ეხება ყველას, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან მოემგზავრებიან. ამასთანავე, ტესტის/ცნობის წარდგენა სავალდებულო ხდება როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას. 

მტკიცებულებათა წარდგენა უნდა განხორციელდეს გამომგზავრებამდე გადამზიდავი კომპანიის და/ან საზღვრის გადაკვეთისას გერმანიის სასაზღვრო მოხელის წინაშე. 

საერთაშორისო ტრანზიტის დროს, როდესაც პირს არ უწევს გერმანიის ტერიტორიაზე შემოსვლა, ინფიცირების არქონის მტკიცებულების წარდგენა არ მოითხოვება, ხოლო შენგენის წევრ რომელიმე სხვა ქვეყანაში მგზავრობის გაგრძელების მიზნით  საჰაერო გზით გერმანიაში შემოსვლისას, აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენა სავალდებულოა.

ტესტირების ცნობა შედგენილი უნდა იყოს გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენაზე და  წარდგენილი უნდა იყოს მატერიალური ან ციფრული სახით (ცნობის ფოტოსურათი არ მიიღება).

წარსულში გადატანილი კორონავირუს SARS-CoV-2 ინფექციის დამადასტურებელი ცნობა  შედგენილი უნდა იყოს გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენაზე და  წარდგენილი უნდა იყოს მატერიალური ან ციფრული ფორმით (ცნობის ფოტოსურათი არ მიიღება). დიაგნოსტიკა, რომლის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული ცნობის გაცემა ჩატარებული უნდა იყოს ლაბორატორიული ფორმით და მისი ჩატარების შუალედი გერმანიის საზღვრის კვეთამდე არ უნდა იყოს 28 დღეზე ნაკლები და 6 თვეზე მეტი. 

კორონავირუს SARS-CoV-2 ინფექციის წინააღმდეგ ჩატარებული ვაქცინაციის სრული ციკლის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იყოს შედგენილი გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენაზე. ვაქცინაციის ცნობა წარმოდგენილი უნდა იყოს მატერიალური ან ციფრული ფორმით. (ცნობის ფოტოსურათი არ მიიღება). ვაქცინაცია ჩატარებული უნდა იყოს პაულ-ერლიხის ინსტიტუტის ჩამონათვალში (https://www.pei.de/impfstoffe/covid-19) მითითებული ერთი ან რამდენიმე პრეპარატით. ვაქცინაციის ფარგლებში ჩატარებული აცრების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ხსენებული პაულ-ერლიხის ინსტიტუტის ვებგვერდზე (https://www.pei.de/impfstoffe) მითითებულ პირობებს. ამასთან ბოლო აცრიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 14 დღე. 

თვითიზოლაციის ვალდებულება

პირები, რომელებიც გერმანიაში მგზავრობამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ  კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის  მქონე ქვეყანაში გერმანიაში შემოსვლისას ვალდებულნი არიან გადავიდნენ საკუთარი ხარჯებით თვითიზოლაციაში 10 დღის განმავლობაში. იმ ქვეყნიდან შემოსვლის შემთხვევაში, სადაც  დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი, ეს ვადა შეადგენს 14 დღეს. თვითიზოლაციის დროს იკრძალება სახლის ან ბინის დატოვება ან სტუმრების მიღება. 

კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის  მქონე ქვეყნებიდან შემოსულ პირებს შეუძლიათ თვითიზოლაციის  ვადაზე ადრე შეწყვეტა ჯანდაცვის პასუხისმგებელი სამსახურებისთვის ელექტრონულად ან მგზავრობის რეგისტრაციის პორტალის მეშვეობით  ინფიცირების არქონის მტკიცებულების (ნეგატიური ტესტი, კორონა-ვირუსისგან გამოჯანმრთელებისა ან სრულყოფილი აცრის ჩატარების შესახებ ცნობები) წარდგენის გზით.

კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის  მქონე ქვეყნებიდან (მათ შორის საქართველოდან 2021 წლის 25 ივლისის მდგომარეობით) გერმანიაში შემოსულ პირებს თვითიზოლაციის  ვადაზე ადრე შეწყვეტა შეუძლიათ მხოლოდ თვითიზოლაციის მე-5 დღის შემდეგ გაკეთებული ნეგატიური ტესტით. რაც შეეხება 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, მათთვის თვითიზოლაცია გერმანიაში შემოსვლიდან 5 დღის შემდეგ ავტომატურად სრულდება.

გამონაკლისს წარმოადგენენ გამოჯანმრთელებული და  გერმანიაში აღიარებული რომელიმე ვაქცინით (AstraZeneca,  Moderna,  Johnson & Johnson, Biontech/ Pfizerსრულად აცრილი პირები, თუ ისინი გამოჯანმრთელების ან აცრის შესახებ ცნობას ვებ-პორტალის https://einreiseanmeldung.de მეშვეობით ატვირთავენ. ამ შემთხვევაში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის   მქონე ქვეყანებიდან თვითიზოლაციაში გადასვლა სავალდებულო აღარ არის. 

იმ ქვეყნებიდან გერმანიაში შემოსული პირებისთვის, სადაც  დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი, თვითიზოლაციის ვადაზე ადრე შეწყვეტა შესაძლებელი არ არის.

ინფორმაცია დეტალურად იხილეთ გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე: https://www.bundesgesundheitsministerium.de/service/gesetze-und-verordnungen/guv-19-lp/coronaeinreisev.html

გერმანიაში შესვლის აკრძალვები და ზოგადი შეზღუდვები

მგზავრების გადაყვანის აკრძალვა იმ ქვეყნებიდან, სადაც  დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი

იმ ქვეყნებისთვის, სადაც სადაც  დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი დაწესებულია მგზავრების გადაყვანის აკრძალვა. სატრანსპორტო კომპანიები, მაგ. ავია- და სარკინიგზო კომპანიებს არ აქვთ ამ ქვეყნებიდან მგზავრების გერმანიაში ტრანსპორტირების უფლება. მგზავრების გადმოყვანა მხოლოდ იშვიათ გამონაკლის შემთხვევებშია დაშვებული, კერძოდ

  • გერმანიის მოქალაქეებისთვის,
  • იმ პირებისთვის, რომლებისთვისაც გერმანია მუდმივი საცხოვრებელი ადგილია და მათ გააჩნიათ გერმანიაში ბინადრობის უფლება,
  • იმ პირებისთვის, რომლებიც ტრანზიტული ფრენის დროს მხოლოდ სატრანზიტო ზონაში გაჩერდებიან,
  • სხვა გამონაკლის შემთხვევებში

გერმანიაში შესვლის ზოგადი შეზღუდვები

გთხოვთ, გერმანიაში გამგზავრებამდე გთხოვთ გაეცნოთ გერმანიის შინაგან საქმეთა სამისნიტროს ინფორმაციას, თუ რა სახის შეზღუდვებია დაწესებული იმ ქვეყნის მიმართ, რომლიდანაც მიემგზავრებით გერმანიაში (https://www.bmi.bund.de/SharedDocs/faqs/DE/themen/bevoelkerungsschutz/coronavirus/coronavirus-faqs.html#doc13738352bodyText3)

გერმანიაში შესვლა ზოგადად დაშვებულია:

  • ევროკავშირის წევრი-ქვეყნებიდან,
  • შენგენის ასოცირებული ქვეყნებიდან: ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტაინი,
  • იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ეპიდემიოლოგიური მდგომარებიდან გამომდინარე ევროკავშირში შემოსვლა დაშვებულია,

2021 წლის 25 ივნისიდან გამარტივდა სრულად ვაქცინირებული პირების გერმანიაში შემოსვლის წესები, კერძოდ, მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში შემოსვლისა და ყოფნის ზოგად წინაპირობებს აკმაყოფილებენ, შეძლებენ გერმანიაში ვიზიტს არა მხოლოდ გადაუდებელ, არამედ სხვა მიზნით მგზავრობის შემთხვევებშიც (მაგ., ტურისტულად, ან ახლობლის მონახულების მიზნით).

აღსანიშნავია, რომ ამ შეღავათით ისარგებლებენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც სრულად აქვთ ჩატარებული აცრა აქვთ Paul-Ehrlich-Institut-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ვაქცინებით, ამავე ვებ-გვერდზე მითითებულ დოზათა ოდენობით. ამასთან, ბოლო აცრიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.

დღეის მდგომარეობით, ნებადართული ვაქცინებს მიეკუთვნება  მხოლოდ ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ გამოსაყენებლად ნებადართული  ვაქცინები: AstraZeneca,  Moderna,  Johnson & Johnson, Biontech/ Pfizer. დაშვებულ ვაქცინათა სია განახლებადია და მისი ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.pei.de/EN/newsroom/dossier/coronavirus/coronavirus-content.html;jsessionid=0542C3CEEA7D2A836EB20C5591D161E5.intranet222?cms_pos=3

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა უნდა იყოს გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენებზე. იგი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

– ვაქცინირებული პირის სახელი, გვარი, დაბ. თარიღი,
– ვაქცინაციის თარიღი, დოზების რაოდენობა,
– ვაქცინის დასახელება,
– იმ ვირუსის/დაავადების დასახელება, რომლის წინააღმდეგაც გაკეთდა ვაქცინა,
– ჩატარებულ ვაქცინაზე პასუხისმგებელი პირი/ინსტიტუტი,
– პასუხისმგებელი პირის/ინსტიტუტის ხელმოწერა/ბეჭედი ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.
ზემოხსენებული რეგულაცია არ ვრცელდება რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ აღრიცხულ კორონავირუსის ე.წ. მუტაციური სახეობის გავრცელების სახელმწიფოებზე/რეგიონებზე.

სხვა შემთხვევებში გერმანიაში შესვლა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელია. ამისათვისუნდა  არსებობდეს გადაუდებელი აუცილებლობა.

აღნიშნული შეზღუდვების შესაბამისად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოდან შემოსვლა ტურისტული მიზნით ნებადართული არ არის.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოდან შემოსვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, შემდეგი პირებისთვის:

  • ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი,
  • გერმანიაში დასაქმებული პირები და მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელთა დასაქმება ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია,
  • მეზღვაურები  გემზე ასასვლელად დანიშნულების ნავსადგურამდე ტრანზიტით მგზავრობის შემთხვევაში,
  • სასაქონლო გადაზიდვების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების პერსონალი,
  • სასოფლო სამეურნეო სფეროში სეზონურად დასაქმებული პირები,
  • სტუდენტები ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების მიმღებნი, რომელთა სწავლება უცხოეთიდან სრულყოფილად არ არის შესაძლებელი, კერძოდ, სასწავლო მიზნით შემოსვლა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი სრულდება შემდეგი წინაპირობები:

სახეზეა სასწავლო მიზნით გაცემული ვიზა (მათ შორის ძირითად სასწავლო პროგრამასთან ინტეგრირებული ენის კურსის ჩათვლით), წარდგენილ იქნება საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალო  ჩართულობა), ასევე შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა ენის კურსზე დასწრების მიზნით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოსვლის მომენტში პირი შეძლებს დაადასტუროს, რომ შესაბამის სფეროში განათლების მიღების წინაპირობას კონკრეტული ენის კურსის წარმატებით გავლა წარმოადგენს (ამ შემთხვევაში დაუშვებელია შუალედურ პერიოდში სამშობლოში დაბრუნება და ძირითად საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის მიზნით გერმანიაში ხელმეორე შემოსვლა). ანალოგიურად შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღიარების მიზნით. ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალო  ჩართულობა). გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყების ისევე, როგორც ცალკეული სასწავლო სემესტრების გავლის მიზნით. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა უმაღლესი განათლების მიღების მიზნით შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სრულფასოვანი გავლა უცხოეთიდან ვერ იქნება უზრუნველყოფილი.

გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა სკოლა-ინტერნატებში სწავლის მიზნით. აღნიშნული მოიცავს წინასწარ ენის კურსში მონაწილეობას, თუკი ხსენებული ენის კურსის დაწყების მომენტში სახეზეა სკოლა-ინტერნატში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ქვეყანაში ყოფნის დაგეგმილი პერიოდი არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები.

  • პირები, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო ან ჰუმანიტარული მფარველობით,
  • პირები, რომლებიც საჭიროებენ  გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას,

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საფუძვლები შესაძლოა სახეზე იყოს, როდესაც მკურნალობა მხოლოდ გერმანიაშია შესაძლებელი, ან პაციენტის მკურნალობა სამშობლოში შეუძლებელია განხორციელდეს, ან მკურნალობა უკვე დაწყებულია, ან თუკი მკურნალობის გარეშე რეალურია საფრთხე პაციენტის ჯანმრთელობისთვის. ეს მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით უნდა დამტკიცდეს. შემოსვლისას პაციენტს შეიძლება თან ახლდეს ორ საჭირო თანმხლებ პირამდე.

  • დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალის მუშაკები, სამხედრო პერსონალი, აგრეთვე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები,
  • რეპატრიანტები,
  • ტრანზიტული მგზავრები

ტრანზიტული გავლა გერმანიაში ევროკავშირის სხვა სახელმწიფოში, შენგენის წევრ-ქვეყანაში ან დიდ ბრიტანეთში შესასვლელად დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ:

1.         არ არსებობს დანიშნულების სახელმწიფოში პირდაპირი შესვლის საშუალება,

2.        გერმანიაში, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაში გავლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს დანიშნულების სახელმწიფოში შესასვლელად საჭირო გონივრულ ვადას;

3.        პირს გააჩნია დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ნებართვა.

ტრანზიტული გავლის დროს წარმოსადგენია 1,2, და მე-3 პუნქტებში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები (სახმელეთო ან საჰაერო სამგზავრო ბილეთი დანიშნულების ქვეყანაში და სხვა).

ზემოაღნიშნული პირობებით შესაძლებელია გერმანიაში ტრანზიტული გავლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით.

ოჯახის წევრების გერმანიაში შესვლასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიცარიან იმ მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არ არიან “პოზიტიურსიაში”, დამოკიდებულია ოჯახური ურთიერთობის ტიპზე და მოგზაურობის მიზანზე.

საზღვრის კვეთა ოჯახთან გაერთიანების ან ქორწინების მიზნით

მესამე ქვეყნის მოქალაქის ოჯახის წევრთან (მეუღლე, არასრულწლოვანი ბავშვები, არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები) მიერ გერმანიის საზღვრის კვეთა ოჯახის გაერთიანების მიზნით შესაძლებელია, თუკი სრულდება ამისათვის დადგენილი აუცილებელი წინაპირობები (მაგ: D კატეგორიის ვიზა).

მესამე ქვეყნის მოქალაქის მოკლევადიანი ვიზიტი  ოჯახის წევრთან

მესამე ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს მოკლევადიანი ვიზიტის ფარგლებში ესტუმროს ოჯახის წევრს (იგულისხმებიან მეუღლეები, რეგისტრირებული  პარტნიორები, მცირეწლოვანი შვილები ან მცირეწლოვანი შვილების მშობლები), თუკი ოჯახის ამ წევრს აქვს გერმანიის, ან ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობა, არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე ან მესამე ქვეყნის მოქალაქე და ფლობს გერმანიაში ცხოვრების უფლებას. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს მესამე ქვეყნის მოქალაქე მგზავრობს  მითითებულ პირთან ერთად თუ მარტო.

ოჯახური ურთიერთობის ტიპის გათვალისწინებთ, ქვეყანაში შესვლისათვის შემდეგი დოკუმენტებია საჭირო:

  • ქორწინების მოწმობა, სამოქალაქო პარტნიორობის მოწმობა;
  • დაბადების მოწმობა;
  • დამოწმებული ამონაწერი სამოქალაქო რეესტრიდან.

მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეებისათვის, რომელთა გერმანიაში შესვლა ხორციელდება უვიზოდ, სხვა სახელმწიფოში გაცემული საჯარო დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს ამ დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება. დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება შესაძლებელია ლეგალიზებით ან აპოსტილით.

მესამე ქვეყნის მოქალაქეობის მქონე 1-ლი და მე -2 ხარისხის ნათესავის მოკლევადიანი ვიზიტიშესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი ოჯახური მიზეზების არსებობის შემთხვევაში

გერმანიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების, ან გერმანიაში ცხოვრების უფლების მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეების 1-ლი და მე-2 ხარისხის ნათესავებს, რომლებიც არ არიან ძირითადი ოჯახის წევრები (იგულისხმებიან სრულწლოვანი შვილები,  სრულწლოვან შვილთა მშობლები, და-ძმა და ბებია-ბაბუა) და აქვთ მესამე ქვეყნის მოქალაქეობა, როგორც წესი, ოჯახური ვიზიტის ფარგლებში გერმანიაში შესვლის უფლება არ აქვთ.

გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუკი ქვეყანაში ვიზიტი გამოწვეულია აუცილებელი ოჯახური მიზეზებით. ესენია:

  • ბავშვის დაბადება
  • ქორწილი
  • გარდაცვალება / დაკრძალვა
  • განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც არსებობს დამაჯერებელი ოჯახური მიზეზი (მაგ: მძიმე დაავადების მქონე 1-ლი და მე-2 ხარისხის ნათესავი, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება სხვისი დახმარება).

ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში, ვიზიტორებს აუცილებლად თან უნდა ჰქონდეთ საზღვრის კვეთის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ოჯახის შორეული ნათესავების მოკლევადიანი ვიზიტი გერმანიაში

მესამე ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ოჯახის შორეულ ნათესავებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან 1-ლი და მე-2 ხარისხის ნათესავებს, ოჯახური მიზეზებით გერმანიაში შესვლის უფლება არ აქვთ.

საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანიაში შემოსვლის ნებართვის გაცემაზე წარმოდგენილისაბუთებისა და გარემოებების შეფასებით იღებს გერმანიის საზღვრის გადაკვეთაზეპასუხისმგებელი მოხელე.