ოკუპაციის 13 წელი

2021 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ.

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დროშა დაეშვა.