20 აგვისტოს ბერლინში, საქართველოს საელჩოში გაიმართა სიმენსების მოღვაწეობისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც ისტორიკოსმა მანანა ნიქაბაძემ ვერნერ ფონ სიმენსის მოგონებების ქართული თარგმანი წარადგინა. საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც დიასპორის, ასევე ბერლინის კულტურული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.