უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე, კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლისას *

  ✈  საჰაერო გზით      
►  ვალდებულია წარადგინოს ვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი  

X  არ საჭიროებს PCR ტესტის წარდგენას  

X არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას

🚗 ⛵   სახმელეთო და საზღვაო გზით       
► ვალდებულია წარადგინოს ვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი      

► ვალდებულია წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი      

X არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას

* ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, უფიქსირდება ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14 დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.
➖ 14 დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, ჩაუტარდებათ PCR კვლევა.

აღნიშნული ქვეყნებია:
🔴 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
🔴 ბოცვანას რესპუბლიკა
🔴 ზიმბაბვეს რესპუბლიკა
🔴 ნამიბიის რესპუბლიკა
🔴 ლესოტოს სამეფო
🔴 ესვატინის სამეფო (სვაზილენდი)
🔴 მოზამბიკის რესპუბლიკა
🔴 მალავის რესპუბლიკა

შენიშვნა: საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

** ასევე, გარდა ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი პირებისა (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე, იმ პირების, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია. მათ საზღვარზე უნდა წარადგინონ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი და უნდა დაექვემდებარონ სავალდებულო 14 დღიან კარანტინს.

PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. 

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისგან. 

საქართველოს მოქალაქის კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა

PCR ტესტით – საქართველოს მოქალაქე,  საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით. 

PCR ტესტის გარეშე – საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას);

*გარდა ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი პირებისა (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე, იმ პირების, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია. მათ საზღვარზე უნდა წარადგინონ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი და უნდა დაექვემდებარონ სავალდებულო 14 დღიან კარანტინს.

PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. 

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.

კოვიდვაქცინით უცხოელთა შემოსვლა საქართველოში

უცხო ქვეყნის ვაქცინირებული მოქალაქეები, ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას, საქართველოში შემოდიან შემდეგი პირობებით:

✈  საჰაერო გზით   
► ვალდებულია წარადგინოს ერთერთი:
 • ვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი;
 • ბოლო 100 დღის პერიოდში Covid-ინფექციის გადატანის (დადასტურებული დადებითი PCR-ტესტი) და ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა, ამასთან აცრიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 14 დღისა. 

X  არ საჭიროებს PCR ტესტის წარდგენას 
არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას
🚗 ⛵   სახმელეთო და საზღვაო გზით    
► ვალდებულია წარადგინოს ერთერთი:
 • ვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი;
 • ბოლო 100 დღის პერიოდში Covid-ინფექციის გადატანის (დადასტურებული დადებითი PCR-ტესტი) და ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა, ამასთან აცრიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 14 დღისა. 

►ვალდებულია წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი  
არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას

ყურადღება! გამონაკლისი წესი ვრცელდება ინდოეთიდან მომავალ პირებზე, ასევე, მათზე, ვისაც ბოლო 14 დღის მანძილზე ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მათ საზღვარზე უნდა წარმოადგინონ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი და გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი, საკუთარი ხარჯით.

PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. 

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის ვალდებულებისგან.

უცხოელთა შემოსვლა საქართველოში კოვიდვაქცინის გარეშე

კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლის უფლება აქვს მხოლოდ ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს.

  1. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
  2. ისრაელის სახელმწიფო
  3. თურქეთის რესპუბლიკა
  4. შვეიცარიის კონფედერაცია
  5. ნორვეგიის სამეფო
  6. ამერიკის შეერთებული შტატები
  7. კანადა
  8. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
  9. საუდის არაბეთის სამეფო
  10. კატარის სახელმწიფო
  11. ქუვეითის სახელმწიფო
  12. არაბთა გაერთიანებული საამიროები
  13. ბაჰრეინის სამეფო
  14. სომხეთის რესპუბლიკა
  15. აზერბაიჯანის რესპუბლიკა
  16. უკრაინა
  17. მოლდოვის რესპუბლიკა
  18. ყაზახეთის რესპუბლიკა
  19. რუსეთის ფედერაცია
  20. ბელარუსის რესპუბლიკა
  21. უზბეკეთის რესპუბლიკა
  22. ტაჯიკეთის რესპუბლიკა
  23. ყირგიზეთის რესპუბლიკა
  24. თურქმენეთი
  25. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
  26. იაპონია
  27. კორეის რესპუბლიკა
  28. ომანის სასულთნო
  29. სან-მარინოს რესპუბლიკa
  30. მონაკოს სამთავრო
  31. სერბეთის რესპუბლიკა
  32. ისლანდიის რესპუბლიკა
  33. ლიხტენშტაინის სამთავრო
  34. მონტენეგრო
  35. ანდორის სამთავრო
  36. ალბანეთის რესპუბლიკა
  37. ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა
  38. ბოსნია და ჰერცეგოვინა
  39. იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო
  40. ერაყის რესპუბლიკა
  41. ლიბანის რესპუბლიკა

საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

  • საქართველოში უნდა გამოემგზავრონ ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით;
  • სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის  დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე სავალდებულოა სპეციალური ელექტრონული ანკეტის შევსება, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
  • პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში  მოგზაურობის ისტორია, 14 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას (საკუთარი ხარჯებით). ამ შემთხვევაში, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.

PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. 

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.



ზემოთ მითითებული კატეგორიების გარდა, საქართველოში შემოსვლის შეზღუდვები არ ვრცელდება:

  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე;
  • საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;
  • ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა. შ.);
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე;
  • პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;
  • საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;
  • ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
  • საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.

ასევეიხილეთ:
– უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/249 

– ინფორმაცია საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით მომავალი უცხოელი ვიზიტორებისთვის: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/225

– ინფორმაცია “იმუშავე საქართველოდან” პროექტთან დაკავშირებით: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/194