საქართველოს მოქალაქეები
საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოემგზავრება ნებისმიერი მარშრუტით (✈საჰაერო, 🚗სახმელეთო და ⛵ საზღვაო გზით),საქართველოშიშემოდისშემდეგიპირობებით:

ვაქცინირებული მოქალაქე
► უნდა წარადგინოს ნებისმიერი ვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი

არავაქცინირებული მოქალაქე
► უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი (ამ შემთხვევაში ის, სურვილისამებრ, გადაინაცვლებს 5-დღიან თვითიზოლაციაში);
► ან PCR ტესტის არქონის შემთხვევაში უნდა გაიაროს 5-დღიანი სავალდებულო თვითიზოლაცია;
PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.
უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის ვალდებულებისაგან.
პანდემიის პერიოდში საქართველოში შემოსვლისა და იზოლაციის/კარანტინის გავლის წესებსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობის შემდეგი სამართლებრივი აქტი:
- საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“;
ზემოთ განთავსებული ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს აღნიშნული სამართლებრივი აქტი.
უცხოეთის მოქალაქეები
ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას, ნებისმიერი მარშრუტით (✈საჰაერო, 🚗სახმელეთო და ⛵ საზღვაო გზით), საქართველოში შემოდის შემდეგი პირობებით:

ვაქცინირებული მოქალაქე
► უნდა წარადგინოს:
ნებისმიერი ვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი

არავაქცინირებული მოქალაქე
► უნდა წარადგინოს:
საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი
PCR-ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.
უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის ვალდებულებისგან.
პანდემიის პერიოდში საქართველოში შემოსვლისა და იზოლაციის/კარანტინის გავლის წესებსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობის შემდეგი სამართლებრივი აქტი:
- საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“;
ზემოთ განთავსებული ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს აღნიშნული სამართლებრივი აქტები.