2022 წლის 8 მარტს საქართველოს ელჩი, ლევან იზორია სიტყვით გამოვიდა ITB Berlin-ის გახსნის ცერემონიაზე. ელჩმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ერს. ამასთანავე, მან ისაურბა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ გაკეთებული განაცხადების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ერთგულებას ევროპული მისწრაფებებისა და ღირებულებებისადმი.

ლევან იზორიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე – 2022 წელს საქართველოს, როგორც კულტურის სფეროში ITB Berlin-ის პარტნიორი ქვეყნისა და 2023 წელს ITB Berlin-ის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსებზე და განაცხადა, რომ ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან აღიარებას წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განმტკიცებასა და მსოფლიოს მასშტაბით მისი ცნობადობის ამაღლებას.

პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე ბერლინის საგამოფენო სივრცის (Messe Berlin) ხელმძღვანელი, მარტინ ეკნიგი, გერმანიის ტურისტული გაერთიანების (DRV) პრეზიდენტი, ნორბერტ ფიბიგი და საკონსულტაციო ჯგუფის (Statista Q) ხელმძღვანელი, პეტერ კაუცი.