21 მარტს, გერმანული კვლევითი ცენტრის LibMod-ის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდის მეორე რაუნდი ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნების ტრიოს (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) შემდგომი განვითარების თემაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და საფრანგეთის ელჩები, ისევე როგორც ფედერალური საგარეო უწყების წარმომადგენლები.

დისკუსიის ძირითად თემას, რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები და პრიორიტეტები წარმოადგენდა. აღნიშნულ ფორმატში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ კოლეგებთან აღმოსავლეთ პარტნიორობაში შეცვლილ მოცემულობაზე, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასა და რეგიონულ გამოწვევებზე ისაუბრა.