2023 წელს გერმანიაში, ბერლინში ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებების გამართვისა და სამუშაო გეგმის შემუშავების მიზნით, ბერლინის გამოფენის ორგანიზატორებმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის გერმანიაში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ვრცლად იხილეთ

➡️

საქართველოს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძლის სტატუსი ექნება

2023 წელს გერმანიაში, ბერლინში ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებების გამართვისა და სამუშაო გეგმის შემუშავების მიზნით, ბერლინის გამოფენის ორგანიზატორებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის გერმანიაში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს. ვიზიტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი გამოფენის ორგანიზატორებს შეხვდა და საორგანიზაციო საკითხები განიხილა.