შეხვედრა ბუნდესთაგის დეპუტატთან კნუტ აბრაჰამთან

24 მარტს საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ბუნდესთაგის დეპუტატთან, საგარეო კომიტეტის წევრთან კნუტ აბრაჰამთან (CDU).

შეხვედრისას განხილულ იქნა უკრაინაში რუსეთის მიმდინარე სამხრედო აგრესია, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარი უმწვავესი საფრთხეები და გერმანიის ხელისუფლებისა და დასავლეთის ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად.

საუბრის თემა იყო ასევე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადები. ელჩის მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ მკაფიო პოლიტიკური გზავნილების მნიშვნელობას.

დეპუტატმა სრული მხარდაჭერა გამოხატა სამი ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით და დაადასტურა, რომ ამ ახალ რეალობაში ძლიერი პოლიტიკური სიგნალები ასოცირებული პარტნიორების მიმართ გადამწყვეტია.