ელჩის შეხვედრა ბუნდესთაგის საგარეო კომიტეტში ფრაქცია SPD-ს ხელმძღვანელთან

25 მარტს საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ბუნდესთაგის დეპუტატთან, საგარეო კომიტეტში ფრაქცია SPD-ს ხელმძღვანელთან ნილს შმიდთან.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის შესახებ უკრაინის მხარდასაჭერად. განხილვის თემა იყო ასევე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადები და ევროკავშირის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯებისა და მკაფიო პოლიტიკური გზავნილების აუცილებლობა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ გერმანია და ევროკავშირი გააგრძელებენ ასოცირებული ქვეყნების მხარდაჭერას და განიხილავენ მათთვის ახალ შესაძლო შეთავაზებებს.