შეხვედრა ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტში ფრაქცია CDU/CSU-ს სპიკერთან

შეხვედრა ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომითეტში ფრაქცია CDU/CSU-ს სპიკერთან

აპრილს საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ბუნდესთაგის წევრთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტში ფრაქცია CDU/CSU-ს სპიკერთან გუნტერ კრიხბაუმთან. საუბრის ძირითადი თემა იყო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილი განაცხადი და სამი ასოცირებული ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს მიმართ ამ გზაზე მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას და მკაფიო გზავნილებს.

დეპუტატმა ისაუბრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში პარადიგმის ცვლილების შესახებ და გამოხატა თავისი მხრიდან ასოცირებული პარტნიორების მიმართ ევროინტეგრაციის ახალ ეტაპებზე ხელშეწყობის მზაობა.