შეხვედრა ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან

შეხვედრა ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან

8 აპრილს საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანტონ ჰოფრაიტერთან (მწვანეთა პარტია). საუბრის ძირითადი თემა იყო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადი და მოლოდინები ევროკავშირის მხრიდან მკაფიო პოლიტიკურ სიგნალებთან დაკავშირებით. კომიტეტის თავმჯდომარემ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული პერსპექტივის აღიარების საკითხზე.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიას და საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოებისათვის არსებულ უპრეცედენტო გამოწვევებს.