შეხვედრა ფედერალურ კანცელარიაში

შეხვედრა ფედერალურ კანცელარიაში

8 აპრილს საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ფედერალური კანცლერის აპარატის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გენერალური დირექტორის მოადგილესთან კრისტიან აულბახთან.

მხარეებმა ისაუბრეს არსებული ნაყოფიერი და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებისა და გაღრმავების გზებზე. ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიასა და მის გავლენებს საქართველოსა და რეგიონზე, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოების გამოწვევებს.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში არსებულ საფრთხეებს. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობის ნაბიჯებზე.