28 აპრილს საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ბუნდესთაგის წევრთან, ევროკავშირის საკითხების კომიტეტში ფრაქცია SPD-ს ხელმძღვანელთან კრისტიან პეტრისთან.

საუბრის ძირითადი თემა იყო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილი განაცხადები, ევროკავშირის კითხვარზე მუშაობის პროცესი და ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი პროცედურული და პოლიტიკური ნაბიჯები.

საუბარი შეეხო ბუნდესთაგის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც ხაზგასმულია სამი ქვეყნის ევროპულ გზაზე მტკიცე მხარდაჭერისა და მკაფიო პოლიტიკური სიგნალების მნიშვნელობა. დეპუტატმა გამოხატა თავისი მხრიდან ამ პროცესის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მზაობა და ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.