2022 წლის 5 მაისს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა მოლდოვას რესპუბლიკის ახალ ელჩთან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბატონ აურელიუ ჩოკოისთან.

საუბრისას, განიხილეს ორივე ქვეყნის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ამ პროცესში ჩართული მხარეების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობა და მომავალში აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება.