შეხვედრა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან

4 მაისს საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ბუნდესთაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან მიჰაელ როტთან.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო საქართველოს მიერ წარდგენილი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი და ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი პერსპექტივები.

კომიტეტის თავმჯდომარემ მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა ამ გზაზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან ამბიციური და დამაჯერებელი სიგნალების მნიშვნელობას. საუბრის თემა იყო ასევე უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესია.

დეპუტატის თქმით, კრემლის აგრესიული პოლიტიკა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიითა და საქართველოს რეგიონების უკანონო აღიარებით დაიწყო. მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელებაზე.