2022 წლის 9 მაისს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესტაგის განათლების, კვლევისა და ტექნოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ კაი გერინგთან.

მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის კულტურის, სასკოლო, უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროებში არსებული თანამშრომლობის საკითხები, ქართველი სტუდენტების მოღვაწეობა გერმანიაში, გოეთეს ინსტიტუტისა და DAAD-ის წარმატებული საქიმანობა რეგიონში.

საუბრისას განიხილეს საქართველოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. მწვანეთა პარტიის პოლიტიკოსმა საქართველოს ელჩს დაუდასტურა მხარდაჭერა და მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება გადაწყვიტეს.