31 მაისს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა გერმანია-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრთან, დეპუტატ ტილ მანსმანთან.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესია და მისგან გამომდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევები. ასევე განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრი დეპუტატების საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა.