2022 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს საელჩოში გაიმართა ელჩის, ლევან იზორიას შეხვედრა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან – გაბრიელე ჰერმანისა და ოლივერ პიპერთან, რომლებიც მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციას უხელმძღვანელებენ.
შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს უმაღლესი და პროფესიული განათლების, კვლევისა და მეცნიერების დარგებში თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები და შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე.