2022 წლის 1 სექტემბერს ბერლინის არქიტექტურის გალერეაში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „სასტუმრო ივერია – ქალაქი და კოშკი“ღონისძიება გახსნა საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ. საზოგადოებას მიმართეს გამოფენის კურატორმა ირინა ქურთიშვილმა, ფრანკფუტის არქიტექტურული მუზეუმის დირექტორმა პეტერ კაჩოლა შმალმა და კომპანია GRAFT-ის წარმომადგენლებმა.

ინტერდისციპლინარული ექსპოზიცია მიმდინარე წლის 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში გამოფენილია ლიტერატურულ-არქიტექტურული მოგზაურობის ჭრილში გაერთიანებული მრავალი არტეფაქტი. იქ ნახავთ 1960-იანი წლების ქალაქისა და შენობების არქიტექტურულ გეგმებს, ტურისტულ რუქებსა და ღია ბარათებს, წიგნებსა და ფირფიტებს, ასევე GRAFT-ის მიერ შესრულებულ, სასტუმროს გადაკეთების პროქტს. იქვეა წარმოდგენილი ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის, თოლია ასტახიშვილის, თამუნა ჭაბაშვილის, ერკ-იან უვერკერკის, სებასტიან შობერტის, კოკა რამიშვილის, სოფია ტაბატაძის, თემო ჯავახიშვილისა და გიდო ციმერმანის ნამუშევრები.