27 ოქტომბერს ელჩმა, ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ლატვიელ კოლეგასთან, ალდა ვანაგასთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული ურთიერთობების აქტუალური საკითხები. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის გზაზე ქართული მხარის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე.

ლ. იზორიამ ლატვიელ კოლეგასთან მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილა სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე. ამასთან შეხვედრაზე განხილულ იქნა უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესია და გეოპოლიტიკური გამოწვევები.