2022 წლის 4-5 ნოემბერს, შტუტგარტის კურზალის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა საქართველოს კულტურის დღეები, რომლის ფარგლებშიც, გერმანელი მსმენელის წინ, სცენაზე გაერთიანდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე წარმატებული ქართველი ხელოვანები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა – ლევან იზორიამ, გენერალურმა კონსულმა შტუტგარტში – ლევან ღვაჩლიანმა და ღონისძიების ორგანიზატორებმა – ანა ნანუაშვილმა და ბესო ნამჩევაძემ.

პროექტი განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით.