2022 წლის 8 ნოემბერს საქართველოს საელჩოში, ყოველწლიური ლიტერატურული ფესტივალის Berliner Märchentage ფარგლებში, გაიმართა ღონისძიება ბერლინის ერთ-ერთი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებისთვის.

პატარა სტუმრებს მიესალმა და საჩუქარი გადასცა საქართველოს ელჩმა – ლევან იზორიამ, ხოლო ქართული ზღაპრები წაუკითხა კულტურის ატაშემ – დუდანა მაზმანიშვილმა.