2 დეკემბერი, 2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების მძიმე ვითარებაზე.

სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს როლი რეგიონული მშვიდობის უზრუნველყოფაში. საუბარი, აგრეთვე, შეეხო ომს უკრაინაში და მის შედეგებს რეგიონისთვის.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ძალისხმევაზე, წლის ბოლომდე დაასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება და ხაზი გაუსვა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.