საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის დეპუტატებს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) წევრებს იურგენ ჰარდტს და როდერიხ კიზევეტერს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა გერმანული მხარის მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.

აღინიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველო-გერმანიას შორის მტკიცე, ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე და ხაზი გაუსვეს პარტიებს შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე და აღნიშნა, რომ პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესასრულებლად.

ბუნდესთაგის დეპუტატებმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერა გამოხატეს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ვიზიტის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.


დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძეანრი ოხანაშვილილევან კობიაშვილინინო იობაშვილიირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.