9 თებერვალს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ბუნდესთაგის დეპუტატთან სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, იოჰანეს შრაპსთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი საპარლამენტო ურთიერთობები და მიმდინარე წელს ი. შრაპსის მიერ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი.