მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან პრინც ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდთან.

შეხვედრაზე მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ ვიზიტს საუდის არაბეთში და აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების დროული და ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას.