საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ბავარიის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრის მარკუს ზოდერის სახელით გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო, რომელიც მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეთა პატივსაცემად გაიმართა.