ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა „აითიბი ბერლინის“ ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.“

გავაცნობიერეთ, რომ აუცილებელი იყო საქართველოს, როგორც ბრენდის ტრანსფორმაცია და ამიტომაც წარმოვადგინეთ „აითიბი ბერლინზე“ საქართველო, როგორც „უსაზღვრო სტუმარ-მასპინძლობის“ ადგილი. შეიძლება ჩვენ ჯერ არ შევდიოდეთ ხუთვარსკვლავიანი სერვისის მიმწოდებელი, წამყვანი ქვეყნების სიაში, თუმცა ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, მაგრამ არის ის, რაც უნიკალურს ხდის საქართველოს და ეს არის ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას.მინისტერიალის მრგვალ მაგიდაში, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული გამოფენის „აითიბი ბერლინის“ ფარგლებში გაიმართა, ასევე ბაჰრეინის სამეფოს ტურიზმის მინისტრი ფატიმა ალ საირიფამი, ხორვატიის ტურიზმის მინისტრი ნიკოლინა ბრნიაცი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ტურიზმისა და სიძველეების მინისტრი აჰმედ ისა და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის განსაკუთრებულობა ციფრებშიც აისახება და სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ყოველი ვიზიტორი, სულ მცირე, ორჯერ მაინც ბრუნდება ჩვენ ქვეყანაში, რაც, მინისტრის მოადგილის აზრით, სწორედ სტუმარ-მასპინძლობას უკავშირდება. 2023 წლის გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“