18 მარტს, პოტსდამში გაიმართა ბრანდენბურგის ფედერალური მიწისა და მისი პარტნიორების – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და პოლონეთის ქვემო სილეზიის ოლქის წარმომადგენლების სამმხრივი შეხვედრა.

საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ და ბრანდენბურგის პარლამენტის თავმჯდომარემ, ულრიკე ლიდტკემ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს კონფერენციის საზეიმო ნაწილი, რომელიც პლენარულ დარბაზში გაიმართა და რომელსაც, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ესწრებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმიკის პრეზიდენტი ანჯეი იაროხს.

კონფერენციის ფარგლებში განიხილეს თანამედროვე, მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული ღია მმართველობის პრინციპები და სამი რეგიონის შესაბამისი უწყებების თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.კონფერენციის შემაჯამებელ დეკლარაციაში რეგიონულმა პარლამენტებმა მხარეებმა დაგმეს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში. ასევე დააფიქსირეს არსებული თანამშრომლობის გააქტიურების მზაობა. ისინი შეთანხმდნენ “საკანონმდებლო ორგანოების დონეზე კონტაქტების გაძლიერების, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობაზე”. სამომავლო მიზნად დასახეს, აგრეთვე, მოქალაქეთა მეტი ჩართულობისა და გამჭვირვალობის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობა. დაგეგმილია რეგულარული შეხვედრები და პოლიტიკური ვიზიტები.

კონფერენცია პლენარულ დარბაზში ქართველი, პოლონელი და გერმანელი მუსიკოსების კონცერტით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სახელმწიფო პარლამენტმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. ბრანდენბურგს 2016 წლიდან აქვს მჭიდრო პარტნიორობა ქვედა სილეზიის სავოევოდურასთან. სამი რეგიონული წარმომადგენლობის დეპუტატების პირველი სამმხრივი კონფერენცია გაიმართა 2019 წლის გაზაფხულზე ვროცლავში.