საქართველოს მხრიდან გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერა და თქვენი მკაფიო პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული თავდასხმითი ომის მიმართ ძალიან დასაფასებელია – ანალენა ბერბოკი

საქართველოს მხრიდან გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერა და თქვენი მკაფიო პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული თავდასხმითი ომის მიმართ ძალიან დასაფასებელია – ანალენა ბერბოკი

„საქართველოს მხრიდან გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერა უკრაინაში რუსეთის აგრესიის წლისთავთან დაკავშირებით და თქვენი მკაფიო პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული თავდასხმითი ომის მიმართ ძალიან დასაფასებელია. ჩვენ ამას ვაფასებთ, ჩვენ ვიცით, რა მდგომარეობაშია საქართველო: 2008 წლის რუსული ინტერვენცია, აღიარება ორი რეგიონისა, რომლებიც დე ფაქტო რუსეთის კონტროლქვეშ არიან და რუსული სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც იქ იმყოფებიან.“ – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანელი დიპლომატის თქმით, ის, რომ აღნიშნული მდგომარეობის მიუხედავად საქართველო უკრაინის მხარესაა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, თუ რა ღირებულებებს ეფუძნება საქართველო.

ანალენა ბერბოკის განცხადებით, საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში. „გერმანიაში ყველა სფეროში უდიდესია ინტერესი საქართველოს მიმართ, ჩვენი ხელი ძალიან შორსაა გამოწვდილი, ხოლო ევროკავშირის კანდიდატის კარი ბოლომდე ღიაა. ახლა მთავარია 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულება. ქართველმა ხალხმა თვალნათლივ დაამტკიცა, რომ ეს არის მათი სურვილი.“ – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.