2023 წლის 17 აპრილს ბერლინში, stARTfestival-ის ფარგლებში, დიდი წარმატებით ჩატარდა ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების – გიორგი გიგაშვილის, ნინი ნუცუბიძის, მარიამ კუბინსკისა და ნიკალა ზუბიაშვილის კონცერტი.

თელ-ავივის რუბინშტაინის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ლაურეატის წოდება, ვერცხლის მედალი, მსმენელის სპეციალური პრიზი და მსოფლიო აღიარება გიორგი გიგაშვილმა სულ რამდენიმე კვირის წინ მოიპოვა და ოქტომბრიდან კი, ის უკვე ბერლინში, ჰანს აიზლერის სახელობის კონსერვატორიაში გააგრძელებს სწავლას. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა პიანისტი ლიზა ბათიაშვილის ფონდის სტიპენდიატია.

პოპულარული მუსიკოსი ნინი ნუცუბიძე ბერლინში პრესტიჟულ ინსტიტუტში Catalyst Institute for Creative Arts and Technology ეუფლება ხელოვნებას.

19 აპრილს მუსიკოსები საელჩოს ეწვივნენ და დაუვიწყარი საღამო გამართეს. კიდევ ერთხელ ვულოცავთ და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ მათ!