საკონსულო მომსახურებები

საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს შექმნილი აქვს სპეციალური ვებ-გვერდი, რომელიც დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციისა და მომსახურების გამარტივებულად მიღებაში.

ვებ-გვერდი შეიცავს ინფორმაციას საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საქმიანობის შესახებ. ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელია რიგი საკონსულო მომსახურებების დისტანციური მიღება. ეს დაზოგავს თქვენს დროსა და ფინანსებს. ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის პროცესში შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ინსტრუქციით ან/და ვიდეო დახმარებით, რომელიც დეტალურად განმარტავს რეგისტრაციისას გასავლელ თითოეულ ეტაპს.

ვებ-გვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ:

  • გაეცნოთ ინფორმაციას როგორც საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების, ისე საკონსულო დეპარტამენტის მომსახურებების, ტარიფებისა და შეღავათების შესახებ. 
  • დაარეგისტრიროთ ელექტრონული განაცხადი და მიიღოთ რიგი საკონსულო მომსახურებები სახლიდან გაუსვლელად.
  •  მიიღოთ ინფორმაცია საქართველოსა და უცხო ქვეყნების სავიზო პროცედურების შესახებ.
  •  ისარგებლოთ განცხადებების ელექტრონული რეესტრით, იხილოთ რეგისტრირებული განცხადება და მისი განხილვის ეტაპი.
  •  დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, თქვენი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტურად დაცვის მიზნით.
  •  საზღვარგარეთ გამგზავრებამდე გაეცნოთ სასარგებლო ინფორმაციას ცალკეული ქვეყნის შესახებ.
  •  მოიძიოთ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საკონტაქტო ინფორმაცია. 

საკონსულო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საკონსულო მომსახურების ვებ-გვერდზე:

საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

Rauchstraße 11, 10787 Berlin – Tiergarten
ტელ.: +49 (30) – 484907 -19
ფაქსი: +49 (30) – 484907 20
ელ-ფოსტა: berlin.konsulat@mfa.gov.ge
ვებ-გვერდი: www.geoconsul.gov.ge

სატელეფონო კონსულტაცია საკონსულო სამსახურში წარმოებს ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს

(გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასვენების დღეებისა)

9:30 დან 13:00 სთ-მდე. მიღების საათებისათვის გთხოვთ წინასწარ დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე :

www.geoconsul.gov.ge

სასწრაფო და გადაუდებელ შემთხვევებში (გარდაცვალება, უბედური შემთხვევა და ა.შ. ) დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე +49 (0) 170 3827397

სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამა

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წელს, პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნული თანხა გასცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე სარეინტეგრაციო პროგრამბის განსახორციელებლად. რეინტეგრაციის პროგრამების ამ მიმართულებით განხორციელება ორ მნიშნელოვან მიზანს ემსახურება: უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ამასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც პროგრამის გამჭვირვალობას, ასევე რეინტეგრაციის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას.

აღნიშნულიპროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის შემდეგი სერვისების მიწოდება:

  • სოციალური პროექტების დაფინანსება
  • დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა
  • პროფესიული სწავლება
  • ანაზღაურებადი სტაჟირება
  • სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება
  • იურიდიული დახმარება
  • საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება

აღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვით), რომლებიც:

  • საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ ჰუმანიტარული სტატუსით;
  • რეინტეგრაციის პროგრამაში ჩაერთვებიან სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მიმართულება თავის მხრივ ფარავს ქ. თბილისს, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს. დანარჩენ რეგიონებში ამჟამად მიმდინარეობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამა. სახელმწიფოს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს იდენტური რეინტეგრაციის დახმარებები ეწევათ.

სახელმწიფო სარეინტგრაციო პროგრამაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებია:

  • ა(ა)იპ მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება;
  • ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი;
  • ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“;
  • ა(ა)იპ დემოგრაფიული აღორძინების ფონდი;
  • ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები;
  • ა(ა)იპ ვიპიარ ჯგუფი.
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ტელ: (+995) 32 243 11 00(+995) 32 231 13 37ელ. ფოსტა: reintegration@mra.gov.geმისამართი: თამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველოვებ-გვერი: WWW.MRA.GOV.GE

სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა არის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წევრი-ქვეყანა 1954 წლიდან. გფრ-ში IOM-ის ცენტრალური ოფისი მდებარეობს ქ. ბერლინში, ამასთან ხსენებულ ორგანიზაციას აქვს ფილიალი ქ. ნიურბერგშიც (დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:http://germany.iom.int/en; საკონტაქტო ინფორმაცია: http://germany.iom.int/de/kontakt). მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გერმანიის მთავრობის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP – Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP)“, რომელიც უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის (მათშორის საქართველოს მოქალაქეებისთვის) ნებაყოფლობით სამშობლოში დაბრუნების მიზნით მგზავრობის ფინანსურ მხარდაჭერას (მაგ. სამშობლოში გასამგზავრებელი ავია-ბილეთის დაფინანსება და ა.შ.). დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შესაბამისი ბმულები: http://germany.iom.int/sites/default/files/REAG/REAG-GARP%202015%20-%20Merkblatt%20-%20lang.pdfhttp://germany.iom.int/de/reaggarp.

გერმანიის ლტოლვილთა და მიგრაციის ფედერალური სამსახურის ფარგლებში ფუნქციონირებს ე.წ. საინფორმაციო ცენტრი: _ „ZIRF“ – Zentralstelle für Informationsvermittlung zur Rückkehrkehrförderung. აღნიშნული ცენტრი დახმარებას/ კონსულტაციას უწევს იმ მოქალაქეებს, რომელთაც ნებაყოფლობით სურთ სამშობლოში დაბრუნება. ცენტრის მიზანია ინფორმაციული დახმარების გაწევა. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ტელეფონზე, ასევე ელ-ფოსტის მეშვეობით. (იხ. შესაბამისი ბმულები:http://www.bamf.de/DE/Rueckkehrfoerderung/Rueckkehrberatung/rueckkehrberatung-node.html;jsessionid=1649CAEE00E4E5AB76F513D0AC364D54.1_cid286,http://www.bamf.de/SharedDocs/Anlagen/EN/Publikationen/Flyer/zirf-flyer-rueckkehrfoerderung_en.pdf?__blob=publicationFile,


ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

იხილეთ ტრეფიკინის წინააღმდეგ ბრძოლისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოცემული ბროშურების ელექტრონულ ვერსიები და შესაბამისი ინტერნეტ/ბმულები, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით:

– საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

http://mfa.gov.ge/MainNav/ConsularInformation/Trafficking.aspx,

– საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)წინააღმდეგ

მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო

http://www.justice.gov.ge/Ministry/Department/309,

– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – ადამიანით ვაჭრობა

http://police.ge/ge/projects/adamianit-vachroba,

– ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების

სახელმწიფო ფონდი – http://www.atipfund.gov.ge/index.php/ka/news

– საქართველოს მთავარი პროკურატურა

http://pog.gov.ge/geo/home

– უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=44

– სახელმწიფო ფონდი http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=43

– სამოქმედო გეგმა – სამოქმედო გეგმა http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=42

– ეროვნული რეფერალური მექანიზმი – http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=38

– საერთაშორისო თანამშრომლობა http://pog.gov.ge/geo/international?info_id=14


გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა შესაბამისი დახმარების მიმართულებით წარმოდგენილია შემდეგი სახელმწიფო სამსახური და არასამთავრობო ორგანიზაციები:

გერმანიის სახელმწიფო დაწესებულების ფარგლებში მოქმედი საოჯახო და სამოქალაქო საზოგადოების სამსახური. (საკონტაქტო ინფორმაცია:https://www.hilfetelefon.de/informationen.html, ტელ: + 49 08000116016, კონსულტაციის მიღება ასევე შესაძლებელია ელექტრონულ რეჟიმში);

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ მოქმედი ერთერთი მსხვილი არასამთავრებო ორგანიზაციაა: – „KOK”. (იხ. ბმული: http://www.kok-gegen-menschenhandel.de/startseite.html, საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: + 49 09001565381);

ორგანიზაცია – „IADWIGA“ უზრუნველყოფს კონსულტაციებს ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალთათვის. იხ. ბმული: http://www.bamf.de/SharedDocs/MILo-DB/DE/Rueckkehrfoerderung/Rueckkehrberatung/AllgInformationen/i-jadwiga-opfer-frauenhandel_download.pdf?__blob=publicationFile, საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: + 49 089 38534455, muenchen@jadwiga-online.dewww.jadwiga-online.de, ტელ: +49 0911 4310656nuernberg@jadwiga-online.dewww.jadwiga-online.de.