2022 წლის 10 აპრილს საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთში უკანონო ეგრეთწოდებულ “არჩევნებთან” დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი შემდეგ განცხადებას ავრცელებს: გერმანიის ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით სუვერენტიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებაში.
ჩვენ არ ვცნობთ ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნების” არც საკონსტიტუციო და არც სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც 10 აპრილს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში სამხრეთ ოსეთში ჩატარდა.
ჩვენ ამ “არჩევნებს”, ისევე როგორც მის შედეგებს და ყველა სხვა გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის დე-ფატო უწყებების მხრიდან, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მივიჩნევთ უკანონოდ.